Tuesday, April 28, 2015

სასწავლო პროექტი

პროექტის სახელწოდება:

  მმღერალო  ტკბილო   მამულისშვილო ამაღლებულო სულით ზეცამდე!  იყავ კურთხეულ , არ-დავიწყებულ ამიერიდან უკუნისამდე!....(აკ. წერეთელი) 

პროექტის მთავარი იდეა:

 ალ.ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების  უცნობი  დეტალების გაცნობა.

პროექტის აქტუალობა:

  • გაეცნობიან  როგორც ისტორიულ ფიგურას , როგორც მეურნეს, 
  • მისი ურთიერთობების შესახებ  ყმა- გლეხებთან

პროექტის მიზნები:

  • დააგროვებენ ცოდნას ჭავჭავაძის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე;
  • გაეცნობიან  მას როგორც საქართველოს პირველ ენოლოგს;
  • როგორც სოფლის მეურნეობის ნოვატორს;
  • როგორც სამხედრო პირს;
  • როგორც ებროპული ღირებულებების დამამკვიდრებელს საქართველოში;  (მისი ლიტერატურული სალონების შესახებ)
  • როგორც თავადის:(მისი გლეხებთან ურთიერთობის შესახებ)
  • როგორც სტუმართ–მოყვარე პიროვნებას.

მონაწილეთა ასაკი : 14 წელი

 ვადები/ხანგრძლივობა: 1 მაისიდან 24 მაისამდე:

 მოსალოდნელი შედეგები:

  • ისწავლიან მასალის მოძიებას;
  • მოძიებული მასალის ერთმანეთთან დაკავშირებას;
  • პრეზენტაციის გაკეთებას;
  • შეძენილი ცოდნის გაზიარებას;
  • შეისწავლიან თავიანთი წინაპრის ცხოვრების საინტერესო  ფაქტებს;
  • ინფორმაციის დახარისხებას;
  • ფოტო მასალის ატვირთვას;
  • ბროშურების შექმნას რუსულად , ქართულად, ინგლისურად.

 პროექტისათვის საჭირო  ძირითადი რესურსი:

  • პლანშეტი;
  • ინტერნეტი;
  • ინტერვიუს აიღებენ მუზეუმის თანამშრომლებისგან და სოფლის უხუცესი ადამიანებისაგან;
  • წიგნები: ,, წინანდალი და წინანდლელები,,  ,,წინანდლის სავანე,,


 პროექტის მსვლელობა: 

  • მიზნის გაცნობა;
  • დავალებების განაწილება;
  • სამუშაო ჯგუფი ახორციელებს პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულ სამუშაოებს;
  • პროექტში მონაწილეთა გაფრთხილება;
  • პრეზენტაციის მომზადება;
  • ბლოგის შექმნა.

 საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან  კავშირი:

  • ქართული;
  • ისტორია;
  • გეოგრაფია;
  • მუსიკა;  
  • ინგლისური.

  პროექტის ხელმძღვანელი: მარინა ბეჟუაშვილი  რუსული ენის მასწავლებელი

 ხელმძღვანელის ელ.ფოსტა bejuashvilim@gmail.com

 პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი

No comments:

Post a Comment